ია აბულაშვილი
28.01.2020

„კვალიფიკაციას თავი რომ დავანებოთ, არგუმენტები არ აქვთ პასუხები რომ გასცენ და ისევ ტყილებით თუ აპირებენ მსოფლიო შემოიარონ, ამ ტყუილებს აღარვინ იჯერებს. უპერსპექტივოა ეს ყველაფერი", - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ოცნების" დელეგაციის აშშ-ის კონგრესში დაგეგმილ ვიზიტს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თებერვალში საქართველოდან აშშ-ში მაღალი დონის რამენიმე ვიზიტი შედგება და მმართველი გუნდი მის მეგობრებს კონგრესში ყველა კრიტიკულ შენიშვნაზე არგუმენტირებულ პასუხებს მიაწვდის.

„პრაქტიკულად აღარავინ დარჩათ, მაგრამ კვალიფიკაციას თავი რომ დავანებოთ და ჰყავდეთ კიდეც მაღალი კვალიფიკაციის ხალხი, არგუმენტები არ აქვთ პასუხები რომ გასცენ. თუ ისევ ტყუილებით აპირებენ მსოფლიო შემოიარონ, არ ვიცი, ამ ტყუილების აღარავის სჯერა. ეს ყველაფერი უპერსპექტივოა და არა მგონია ამდენად სულელები იყვნენ ეს არ იცოდნენ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვან", - განაცხადა „რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×