თამთა ჩაჩანიძე
28.01.2020

 „მისი ძმის ფაქტორი ახლა გახდა ხმაურის საგანი, ამაზე დაახლოებით ერთი კვირაა საუბრობენ და ელჩად ერთ კვირაში ხომ არ ნიშნავენ?" - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან",თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან იზორიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილებას.

თავად იზორია აცხადებს, რომ გადადგომის განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა, მისი განმარტებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადაწყდა, რომ ის გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებდა მუშაობას და განცხადების დაწერაც იანვრის ბოლოსთვის იგეგმებოდა.

საყვარელიძე ამბობს, რომ იზორიას ელჩად დანიშვნა გასაკვირი არაა, რადგან გერმანიაში მისი გამოცდილების მქონე ადამიანია საჭირო.

„რამდენადაც ვიცი გერმანიის ელჩად მისი დანიშვნის თაობაზე დიდი ხანია საუბარი, იმიტომ, რომ გერმანია პოლიტიკურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ელჩად პოლიტიკური გამოცდილების, მით უმეტეს თავდაცვის საკითხებში გამოცდილი ადამიანი იყო საჭირო. იქ რაღაც პრობლემები იდგა ხოლმე სწორედ მაგ მიმართულებით და არ გამკვირვებია, რომ რამოდენიმე თვის წინ ითქვა, რომ იზორია ელჩად ინიშნება.

„მისი ძმის ფაქტორიახლა გახდა ხმაურის საგანი, ამაზე დაახლოებით ერთი კვირაა საუბრობენ და ელჩად ერთ კვირაში ხომ არ ნიშნავენ?"-განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში ლევან იზორიას ძმის, ვახო (კიტა) იზორიასა და პატრულის თანამშრომელს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერი გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×