
„უფრო პიართან გვაქვს საქმე, რომ ოქრუაშვილს ჩაგრავენ და ავიწოვებენ, თორმე ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა ადვილია", - ასე ეხმაურება იურისტი და უფლედამცველი ლია მუხაშავრია ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას სტრასბურგში გაგზავნილი მისი სარჩელის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვასთან დაკავშირებით.
ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, რომლითაც იგი სტარსბურგის სასმართლოს მიმართავს, სამი თვის წინ დაიკარგა. როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აცხადებს, დასაბუთებული ეჭვი აქვს, რომ წერილი „საქრთველოს ფოსტიდან" ხელისუფლების ჩანეგრგილმა ე.წ. ოდეერებმა მოიპარეს.
„კორესპოდენცია არ გაუშვეს, ამასთან დაკავშირებით კი პასუხს არ გვეუბნებიან. მიზეზი პროცესიის გაჭიანურება იყო, რადგან 25 იანვარს ოქრუაშვილს გასაჩირვრების ვადად ეწურებოდა", - აცხადებს ოქრუაშვილის ადვოკატი.
ცნობისთვის, ოქრუაშვილის საჩივარი სტარსბურგის სასამართლოში მივიდა, მაგრამ არა „საქართველოს ფოსტის" გზით, არამედ, ორი კვირის წინ ოქრუაშვილის მეგობარმა სარჩელი პირადად ჩაიტანა სტრასბურგში.
„21-ე საუკუნეში სტრაბსურგში საჩივრის ხელით ჩატანა ცოტა უცნაცურია, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, სიმართლის დადგენა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ადვილია. ყველა ჩაბარებულ წერილზე თუ კორესპოდენციაზე „საქართველოს ფოსტა" იძლევა ქვითარს, რომლითაც დგინდება როდის ჩაბარდა წერილი და ვის მიერ. თუ წერილი დაიკარგა და საქმე სადაო ხდება, ამ ქვითარს მიაკრავ საქმეს და სასამართლოს ჩააბარებ შემდგომი მსვლელობისთვის იმის დასადგენად, თუ რა ვითარებაში დაიკარგა წერილი და რატომ არ მივიდა ადრესატამდე.
„დღევანდელ პირობებეში საჩივრის გაგზავნა სტარსბურში ელფოსტის საშუალებითაც შეიძლება და პასუხს შენ თავად ნახულობ - მივიდა თუ არა საჩივარი სასამართლომდე. ეს თუ არა იცის ოქრუაშვილის ადვოკატმა, ცუდად ყოფილა საქმე.
„ისე, ადვოკატს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და კარგი მუშაობის შემთხვევაში, ოქრუაშვილის საქმე შეიძლება აქამდე სტრასბურგის სასამართლოს ანგარიშებშიც მოხვედრილიყო.
„რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება ოპონენტებთან ბრძოლაში ახალ მეთოდებს იყენებს, არ მგონია ხელისუფლება ამაზე წასულიყო, უფრო პიარი მგონია, რომ ოქრუაშვილს ჩაგრავენ და ავიწროვებენ", - განაცხადა „რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ.