
„ოპოზიციური პარტიების მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებლია იმაზე, თუ რა სისტემით იმართება არჩევნები და შეიცვლება თუ არა რაიმე", - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ლელო - საქართველოსთვის" წევრი ვახტანგ ხმალაძე „თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისადმი.
მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" უარს იტყვის ყოველგვარ კომპრომისზე და 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, ამ შემთხვევაში ყველაზე გონივრული მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატზე შეთანხმება იქნება.
დღევანდელი მოცემულობით, კუკავას აზრით, ხმების 50%-ზე მეტის მიღების შანსი „ქართულ ოცნებას" არაუმეტეს 10-20 ოლქში აქვს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე საპარლამენტო უმრავლესობას ვერ შექმნის.
„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წინადადებები არაერთგზის იყო, მათ შორის მაჟორიტარტული ოქების შესახებ, მაგრამ საბოლოო გადაწყვტილების მიღება დამოკიდებლია იმაზე, თუ რა სისტემით იმართება არჩევნები, შეიცვლება რაიმე თუ არა. ოპტიმალური გადაწყვტილება, იქნება ეს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირები თუ სხვა, ამის შემდეგ მიიღება.
„ყველაფერი თუ ისე დარჩა, როგორც დღეს არის და ვერანაირ ცვლილებაზე ვერ მოხერხდა შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები იძულებულნი იქნებიან მიიღონ შეთანხმების გადაწყვეტილება, რათა ხელისუფლების მფლობელმა პარტიამ ვერ შეძლოს იმ უპირატესობის გამოყენება, რასაც აძლევს არსებული საარჩევნო სისტემა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.