
ფედერალ 1-ის კლუბ „გროლეს" წარმომადგენლები გუნდის მოთამაშის, 28 წლის ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას გამოეხმაურნენ:
„ეს ამბავი მაშინ გავიგეთ, როცა თამაშისთვის გახურებას ვიწყებდით. ყველა განადგურებული იყო. ბექა გუნდს 2-თვიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ის ტემპერამენტიანი მოთამაშე იყო. 2 სეზონი "ლა სენში" გაატარა და შემდეგ დაგვიბრუნდა. ის ძალიან ძლიერი გახლდათ, შრომისმოყვარე და მინდორზე სწორი მოქმედებებით გამოირჩეოდა", - თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟან კრისტოფერ ბაკამ.
„ის რაგბითა და რაგბისთვის ცხოვრობდა. რაც მოხდა, ეს საშინელი ტრაგედიაა. ჩვენ მის პარტნიორზე ვფიქრობთ, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა", - აღნიშნა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა გაი ლაპორტმა.width=885
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას საფრანგეთში, 28 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ემსხვერპლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე