თამთა ჩაჩანიძე
29.01.2020

 ბათუმში ორ ჩინელ მეზღვაურს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, ამის შესახებ „რეზონანსი" „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" გენერალურ დირექტორს პაატა იმნაძეს ესაუბრა, მისი თქმით, ორივე მეზღვაური ჯანმრთელი აღმოჩნდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ორ ჩინელ მეზღვაურს მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ტემპერატურა ჰქონდათ მომატებული. ამიტომ მედიკოსებმა პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×