„რა თქმა უნდა, თვითმფრინავს ფიზიკურად წინ ვერ გადავუდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული პროტეტსი მოჰყვება რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას საქართველოში ლავროვის ხელმძღვანელობით, რომელიც არის კრემლის და პუტინის პროპაგანდის შემოქმედი", - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოში.
14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილოებას მიიღებს რუსეთის დელგაცია, სავარაუდოდ საგარეო საქმთა მინისტრ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ გონს მოეგონ და არ დაუშვან „მეორე გავრილოვი", იმიტომ რომ რუსეთის დელეგაციის და სერგეი ლვროვის საქართველოში შემოშვებას არავინ აპირებს და ამას სერიოზული პროტესტი მოჰყვება.
„ადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, „გავრილოვის ღამის" შემდეგ, რასაც მოჰყვა საქართველოს მოსახლოების სერიოზული აღშფოთება, ნამვდილად აღარ მეგონა, რომ ხელისუფლებიდან ვინმე გაბედავდა მსგავს განაცხდებებს - რომ მზად არიან უმასპინძლონ რუსეთის ხელისუფლებას, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ აკანონებს ოკუპაციას და საქართველოს „კანონი ოკუპაციის შესახებ" თურმე არაფერი არ არის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ თვითმფრინავს ფიზიკურად წინ ვერ გადავუდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული პროტესტი მოჰყვება საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას ლავროვის ხელმძღვანელობით, რომელიც არის კრემლის და პუტინის პროპაგანდის შემოქმედი. ჯერ ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს არ გვისმჯელია, ჯერ შორს არის - მინისტერიალი მაისში იმართება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა დააფიქსიროს რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ამ საკითხთან მიმართებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული უფლება და ვალდებულებაც, „ოკუპაციის კანონის" თანახმად, არ შემოუშვას რუსეთის დელეგაცია", - განაცხადა „რეზონანსთან" ხატია დეკანონიძემ.