თამარ შუკვანი
29.01.2020

საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა გააკრიტიკა. მან კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა და თქვა, რომ ივანიშვილსა და „სეზამის ქუჩის" (ამერიკული სატელევიზიო შოუ) პერსონაჟ ოსკარ გრუჩის (Oscar The Grouch - „ბუზღუნა ოსკარი") შორის არსებობს რაღაც საერთო.

პიტ ოპლსონმა კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას და ხმა აიმაღლონ საქართველოში თავისუფლების დასაცავად.

„მაქვს კითხვა: რა საერთო აქვთ „სეზამის ქუჩის" პერსონაჟ Oscar The Grouch-ს და ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? რა აქვთ მათ საერთო? ორივე მათგანი არის მარიონეტი, რომელიც საკუთარ სახლს ანაგვიანებს. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა ინვესტიციის განხორციელებას და დააზიანა ადამიანის ძირითადი უფლებები საქართველოში," - აღნიშნა პიტ ოპლსონმა.

საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კონგრესმენი ამერიკულ ნავთობკომპანია „ფრონტერას" ლობირებს და მისი კრიტიკაც სწორედ ამით აიხსნება. „ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია ასეთი ტონით საუბარი. საქართველოს მთავრობასა და „ფრონტერა" შორის ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

ვინ არის „სეზამის ქუჩის" პერსონაჟი „ბუზღუნა ოსკარი" რომელსაც, ამერიკელი კონგრესმენის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან რაღაც საერთო აქვს?

თავად „სეზამის ქუჩა" საკმაოდ ცნობილი საბავშვო ტელეშოუ გახლავთ, „ბუზღუნა ოსკარი" კი ამ შოუს უცვლელი პერსონაჟი თოჯინაა - მწვანე მონსტრი.

ოსკარი ცხოვრობს ნაგვის ურნაში და უყვარს ყველა სახის არასაჭირო ნივთის შეგროვება. მისი პერსონაჟი შეიქმნა იმისთვის, რომ ბავშვებსთვის პატივისცემა და შემწყნარებლობა ესწავლებინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×