
„ქართული ოცნება“ იმით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ მის წევრებს აქვთ უფლება, გამოთქვან განსხვავებული აზრი. იმედია, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეჯერება მოხდება“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ხელისუფლების პირველი პირების მიერ გაკეთებულ ურთერთგამომრიცხავ განცხადებებს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანა საერთაშორისო ვალდებულებებისგან გამომდინარე იმოქმედებს, პრემიერ გახარიას განცხადებით კი, გადაწყვტილება მიღებული იქნება საქართველოს კანონის შესაბმისად და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის გზით.
„თუ კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს, მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და სხვა გამოსავალს ვპოულობთ“, - აცხადებს გახარია.
„ოცნების“ სამზარეულოში ჩახედული არ ვარ და არ ვიცი, რა ხდება. ალბათ, გუნდში ფიქრობენ, როგორ გამოვიდნენ ამ ერთობ საჩოთირო სიტუაციიდან, მაგრამ მაისამდე დიდი დროა და ხელისუფლებას ექნება იმის დრო და საშუალება, ეს საკითხი მოაგვროს და გუნდშიც მოხდეს პოზიციების შეჯერება.
„ქართული ოცნება“ იმითაც განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ მის წევრებს აქვთ უფლება, გამოთქვან განსხვავებული მოსაზრება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.