რეზონანსი
30.01.2020

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით, 53 წლის ლამზირა რატიანი და 57 წლის ზურაბ ლობჟანიძე გარდაიცვალნენ. ბინაში იმყოფებოდა მათი 25 წლის შვილიც, რომელსაც სხვა ოთახში ეძინა. საბედნიეროდ, ადგილზე დროულად მივიდა ოჯახის ახლობელი, შევიდა ბინაში და ნახევრადგონდაკარგული ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაურჩა. ნათესავის თქმით, მისი ბიძა და ბიცოლა ბინაში უკვე გარდაცვლილები დახვდა.

სოკარ გაზ ჯორჯიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ სექტემბერში კომპანიის თანამშრომლები აღნიშნულ მისამართზე იყვნენ მისულები. ჩაუხსნეს წყალგამაცხელებელი, რომელიც დარღვევით იყო დამონტაჟებული.

კომპანიაში ვარაუდობენ რომ წყალგამაცხელებლის მიერთება კუსტარულად და თვითნებურად მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×