
(რეზონანსი) თელავის მეფე ერეკლე II- ის სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი.
მაია ოთარაშვილის განცხადებით, შემთხვევა გაკვეთილის დროს მოხდა, რაც სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა.
„გიდასტურებთ, რომ შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესზე მოხდა. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ეხება ფიზიკურად პედაგოგი ბავშვს. ამ ყველაფერს ჩემი თვალით შევესწარი, რის შემდეგაც დავწერე წარდგინება და მივმართე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს", - ამბობს დირექტორი.
სავარაუდო მოძალადე პედაგოგი მედიასთან ამ ეტაპზე არ კონტაქტობს.
სკოლის დისციპლინური კომიტეტი კი მომხდარს უკვე სწავლობს, რის შემდეგაც იმსჯელებენ პედაგოგის მიმართ სკოლის შინაგანი წესით გათვალისწინებული რა სასჯელი დაეკისრება.