რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) ოპერის მომღერალი თამარ ივერი თავის ჰონგ-კონგელ მეგობარს, კორონავირუსისგან თავის დასაღწევად, საქართველოში ეპატიჟება.

"მივწერე: საყვარელო კატი, თუ ახლოს ხარ კორონავირუსის საშიშ ზონასთან და რაიმე სასიცოცხლო რისკის ქვეშ ხართ, დაავლე ბავშვებს ხელი და ჩამოდი. მე გიმასპინძლებთ და თავს გადაირჩენთ-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ მის რეაქციას! მომწერა: ქალბატონო თამარ, ვზივარ და ვტირი. რა გულიანი ხალხი ყოფილხართ ქართველები. ამდენი წელია საოპერო და საკონცერტო წრეში ვტრიალებ, ამდენ ხალხთან მიმუშავია და მსგავსი არავის მოუწერია. პირიქით, ყველა გაგვირბისო. სიკეთე გადაარჩენს დედამიწასო", - წერს ივერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×