რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) პარტია „ლელოს საქართველოსთვის" წევრი კახა კოჟორიძე დღეს 16:00 საათზე თბილისის პროკურატურაში მის მიერ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს.

როგორც ცნობილია, 17 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრებმა კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

კახა კოჟორიძე თბილისის პროკურატურაში დაბარებულია გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი მისი განცხადებისა და მოთხოვნების დეტალების დასაზუსტებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×