თამთა ჩაჩანიძე
01.02.2020

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს რუსულ მედიაში გარცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას მიმართოს თხოვნით, რომ ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდეს. ამის შესახებ „რეზონანსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მანამდე „რეზონანსი" ამავე საკითთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" დეპუტატს რევაზ არველაძეს დაუკავშირდა.

„ვერ გეტყვით რამდენად რეალურია. მე ამის საქმის კურსში არ ვარ", - განაცხადა არველაძემ.

რუსული გამოცემა „კომერსანტი" საქართველოს ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური თბილისი აქტიურად განიხილავს მასიში დაგეგმილი შეხვედრის ტბილისიდან სტრასბურგში გადატანის შესაძლებლობას. გამოცემისვე ცნობით, მიზეზი ისაა, რომ რუსულ დელეგაციას, რომელიც თბილისში ჩამოვა, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×