რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სტუმრის მიერ დაჭრილი 50 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, მაშინ როცა დაჭრაში ბრალდებული მიმალვას ცდილობდა, მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალი დახვდა და მასაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. დაშავებული 77 წლის ქალი ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ხოლო დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×