ტატა შოშიაშვილი
02.02.2020

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართელოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მათი ცნობით, აუდიენციის მოლოდინში სააკაშვილმა რამდენიმე საათი გაატარა პომპეოს სასტუმროსთან, თუმცა უშედეგოდ. პომპეოს დაცვამ მას სასტუმროში შეშვებაზეც უარი უთხრა.

კიევში ვიზიტისას მაიკ პომპეომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირისკენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×