ია აბულაშვილი
02.02.2020

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, იზორია ბიძინა ივანიშვილის განაჩენს ელოდება, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას და შესაძლოა ელჩად მისი დანიშვნის გადაწყვეტილებაც გადაიხედოს.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ მმართველ გუნდში. „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ იზორია გამოცდილი კადრია და კონტაქტები აქვს  გერმანიაში, მაგრამ მისი ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს.

„არ ვიცი საიდან მოდის ეს ინფორმაციები და ვერ დაგიდასტურებთ. ჩემი ინოფრმაციით, ლევან იზორია ინიშნება გერმანიაში ელჩის თანამდებობაზე. რაიმე წინაღმდეგობასთან დაკავშირებით საუბარი გუნდში არ ყოფილა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×