
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
რომ ბოლო ორ-სამ შემთხვევაში სპეციალისტები კორონავირუსის დაავადებაზე გამორიცხვის მეთოდით მიდიოდნენ.
„ჩვენ გვაქვს ტესტ-სისტემები და ე.წ. მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებები ლუგარში დაახლეობით 22 რესპირატორულ ვირუსზე, მათ შორის ხუთ კორონავირუსზე. ანუ ადამიანებს, სადაც არის ე.წ. შესაძლო ან საეჭვო შემთხვევა, ჩვენ ამაზე ვტესტავთ. მაგრამ ის სუბტიპი, რომელიც დღეს ჩინეთში ტრიალებს, ხელმისაწვდომი ბევრი ქვეყნისთვის, მთავარი ლაბორატორებისთვის, დაახლოებით 20 იანვრიდან გახდა. ევროპაში წამყვანი რეფერალური ცენტრები არის ბერლინში და ნიდერლანდებში. ამიტომ ამ ეტაპზე ბევრ ქვეყანას აქვს რეკომენდაცია, რომ იქ გააგზავნონ [ნიმუშები ვირუსზე]. ამიტომ ჩვენც იქ გავაგზავნეთ პარასკევს, მაგრამ სამშაბათიდან [4 თებერვალი] საქართველოშიც, ანუ ლუგარის ლაბორატორიაშიც გვექნება ამის საშუალება“, - განაცხადა გადაცემაში „კვირის თემა" ამირან გამყრელიძემ.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 304 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 328 ადამიანი განიკურნა.