
ფსიქიატრი ჯაბა ტყემალაძე პირად სოციალურ ქსელში ნიღბებთან დაკავშირებით მიმართვას აქვეყნებს:
„გაცნობებთ რომ ვირუსისგან მხოლოდ N95 ნიღაბი იცავს და ის დეფიციტშია. ამიტომ დროა ვისწავლოთ ნიღაბის საკუთარი ხელით გაკეთება.
სწორი მოხმარების შემთხვევაში ნიღაბი 10%-50% ამცირებს ვირუსის გადადების ალბათობას. კორონავირუსგან თავდაცვის შემთხვევაში უნდა დაცული იქნას ასევე თვალებიც, სათვალის მეშვეობით.
აიღეთ მარლის 4 ნაჭერი ზომით14х7 სმ და 2 ან 4 ცალი 60-70 სმ ბინტის ნაჭერი შესაკრავებისთვის. მარლა შეიძლება ბინტით ან ბამბაზიის მატერიით ჩანაცვლდეს.
სანამ შეკერავთ დარწმუნდით, რომ ცხვირს და პირს ფარავს. დარწმუნდით რომ მატერიის 4 ფენაა. დარწმუნდით რომ შესაკრავების სიგრძე საკმარისია.
შეკერეთ რამოდენიმე, რადგან 2-3 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს. გარეცხეთ სარეცხ საპონში. გააშრეთ და ცხელი უთოთი დაამუშავეთ, სანამ განმეორებით მოიხმართ ან სხვას მისცემთ.
პირბადეს აზრი აქვს მხოლოდ შენობაში. სუფთა ჰაერზე ვირუსები მალე იხოცებიან. ასე რომ ქუჩაში პირბადე მოიხსენით და სუფთა ჰაერით ისუნთქეთ…”
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე