
სოციალური ქსელის მომხმარებელი კახა კვირიკაშვილი ერთ-ერთ ჯგუფში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ძაღლზე, რომელსაც მანქანა დაეჯახა და ამბობს, რომ მიუხედავად მცდელობისა, ლაბრადორის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მძღოლმა კი ადგილი ისე მიატოვა, რომ ძაღლისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
„ასე 1 საათის წინ დიდუბის გვირაბში გამოვედი და თითქმის შევესწარი ფაქტს, როგორ დაარტყა მერსედესმა ულამაზეს ლაბრადორს. მძღოლმა გააჩერა მანქანა მოშორებით, გადმოვიდა, შეამოწმა მანქანა და ისე წავიდა ძაღლისკენ ფაქტიურად არც კი გამოუხედავს.
მაქსიმალურად ვეცადეთ მე და კიდევ 3 ადამიანი გადაგვერჩინა, მაგრამ სამწუხაროდ ხელებში ჩაგვაკვდა.
ულამაზესი და მოვლილი შავი ლაბრადორი, ყელზე საყელოთი. ყავისფერი საყელოა თუ კარგად არ ჩანს.
ეს პოსტი უბრალოდ იმიტომ დავდე,რომ იქნებ ვიპოვოთ პატრონი და გავაგებინოთ, რომ ტყუილად აღარ ეძებოს. ვუსამძიმრებ გულით" - წერს კახა კვირიკაშვილი.
წყარო: "პრაიმტაიმი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე