თურქეთის საავადმყოფოში მყოფი ცოტნე გამსახურდიას დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე აზიარებს მერაბ ამილახვარის პოსტს, სადაც ვკითხულობთ:
„თვითმარქვია ანა ჯაბაურმა მაინც მიაღწია თავისას და საქართველოს უსამართლო სასამართლოთი მიაღწია იმას, რომ ქალბატონმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ დატოვა საავადმყოფო, ხოლო მის ნაცვლად ეს ჯაბაური შევიდა შიგნით.
ამ ქალს უნდა მოვაკვლევინოთ ცოტნე გამსახურდია? ამ თვითმარქვიას აქვს სრულიად სხვა მიზნები, რაც მალე გამოჩნდება, ხოლო თუ სიტუაცია სასწრაფოდ არ შეიცვალა და არ აეკრძალა მას პალატაში მარტო შესვლა, არაა გამორიცხული, ტრაგიკულად დასრულდეს ყველაფერი".
ცნობისთვის: ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს მანანა არჩვაძე-გამსახურდია თურქეთის საავადმყოფოში შესვლის უფლებას არ აძლევდა. ჯაბაური მეუღლესთან პალატაში მხოლოდ მას შემდეგ დაუშვეს, რაც საქართველოს სასამართლოს განჩინება წარადგინა, რის თანახმადაც ის, როგორც მეუღლე, ცოტნე განმსახურდიას მხარდამჭერის სტატუსით სარგებლობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე