
მსახიობ გიორგი ყიფშიძისა და მხატვარ ანი ჩიკვილაძის დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.
როგორც ჩანს, ახალი სიყვარული მისმა ყოფილმა მეუღლემაც იპოვა. ის „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობზე, ლაშა კურტანიძეზეა შეყვარებული, რომელიც საზოგადოებამ ნარკოტიკის სკანდალით გაიცნო, რომელზეც ის ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან ერთად იყო დაკავებული. მეგობრებს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ ლევან როსტოშვილს 8 წლით, ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
2017 წლის 12 ოქტომბერს, ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა და ის ციხიდან გათავისუფლდა. ლაშა კურტანიძე და ანი სოციალურ ქსელში გრძნობებს არ მალავენ და საერთო ფოტოებსაც აქვეყნებენ. მეგობრები კი კომენტარებში უწერენ რომ „ძალიან ლამაზი წყვილია“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე