რეზონანსი
03.02.2020

ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა. მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, პაციენტს აეროპორტში დაბალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა მიზანშეწონილად ჩათვალეს, ბოქსირებულ განყოფილებაში გადმოეყვანათ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მამაკაცს ამ დროისთვის ტემპერატურა აღარ აქვს, არც პნევმონიის ნიშნები აქვს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ჩინეთში მუშაობდა და საქართველოში ტრანზიტული გზით დაბრუნდა.

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ ოთხი პაციენტი რჩება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, არც ერთ მათგანს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს. ხვალ ორი მათგანის ანალიზების პასუხები იქნება ცნობილი, რომელიც ნიდერლანდებშია გადაგზავნილი. მას შემდეგ, თუ კორონავირუსი არ დადასტურდა, ორივე პაციენტი ბინაზე გაეწერება.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მას ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ხვალ ჩაუტარებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×