რეზონანსი
04.02.2020

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება. სპეციალისტები წვიმასა და თოვლს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 4 თებერვლიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×