თამარ შუკვანი
04.02.2020

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღევანდელი პარლამენტის სხდომა გადადონ, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „რეზონანსს" უთხრა, მიუხედავად მომხდარი ტრაგედიისა, სხდომა აუცილებლად ჩატარდება.

ოპოზიციურმა სპექტრმა, ერთობლივი კონსენსუსის შედეგად, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, 4 თებერვალს დაგეგმილი აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირება გადადო, თუმცა, საპროტესტო აქციები 5 თებერვალს დილით განახლდება. ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ „სხდომა საქმეა და საქმე გაგრძელდება".

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საშინელ ტრაგედიას წუთიერ დუმილსაც დავუთმობთ, მაგრამ ამის გამო რომ სხდომა გადავდოთ, ამ შემთხვევაში ნორმალური არ იქნება. ასე რომ, სხდომა საქმეა და საქმე გაგრძელდება.

„მწვავე განცხადებებისგან მე პირადად თავს შევიკავებ და მგონი სხვებიც, ჩემი თანაგუნდელებიც," - განუცხადა ქანთარიამ „რეზონანსს."

ცნობისათვის, ოპოზიციის გეგმების თანახმად, 4 თებერვალს საპროტესტო აქციები იყო დაანონსებული.

შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×