რეზონანსი
04.02.2020

ტაილანდელმა მედიკოსებმა კორონავირუს 2019-nCoV-გან, 48 საათში ორი პაციენტი განკურნეს.

რაჯავიტის ჰოსპიტლის ექიმების ინფორმაციით, მკურნალობისას ის მედიკამენტები გამოიყენებოდა, რომლებსაც შიდსის სამკურნალოდ იყენებენ.

განკურნებულთაგან ერთ-ერთი 70 წლის ქალია, რომელიც ტაილანდში უხანიდან ჩავიდა.

მკურნალობისთვის ექიმებმა რამდენიმე მედიკამენტის კომბინაცია გამოიყენეს: Lopinavir და Ritonavir, რომლებსაც შიდსის მკურნალობის დროს იყენებენ, ასევე Oseltamivir - რომელიც A და B ტიპის გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება.

48 საათში პაციენტებმა თავი უკეთესად იგრძნეს, კორონავირუსზე ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×