რეზონანსი
04.02.2020

პარლამენტში საგაზაფხულო სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა პატივი ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული ექვსი ადამიანის ხსოვნას.

მას შემდეგ, რაც მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტთან დაგეგმილი აქცია-პიკეტი გააუქმა, ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ უმრავლესობასაც მიმართა - პარლამენტის დღევანდელი სხდომა გადაედო, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ეს მოწოდება არ გაიზიარა.

"ჩვენ ვიმსჯელეთ უმრავლესობის შიგნით, ხომ არ ყოფილიყო საუბარი სხდომის მართლაც გადადებაზე, მაგრამ მივიჩნიეთ, რომ რეგლამენტის დარღვევა ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი. მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით არ ვიფიქრეთ სერიოზულად ამ თემაზე" - თქვა მდინარაძემ.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, უმრავლესობა დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებებები არ გაკეთდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×