რეზონანსი
04.02.2020

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ბაღდათის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„რა ვთქვა აღარ ვიცი... მთელი პასუხისმგებლობა ამ უბედურებაზე ეკისრება ხელისუფლებას, უფრო კონკრეტულად უპირველესად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგან არაფერი იღონა ამ უბედური ოჯახის გადასარჩენად, თუნდაც ნორმალური, კანონიერი საცხოვრებელ ფართში მათი შესახლებით. სახლი კი არა, 300 ლარი არ მიუციათ ბავშვის მკურნალობისთვის.

სოდომ-გომორზე უარესი ცოდვის მატარებელია ეს ქვეყანა, სადაც ზედაფენები არნახულ სიმდიდრეში არიან, სამაგიეროდ სოციალურად დაცველთა ბავშვები შიმშილობით და უპატრონობით იხოცებიან. ეს ქვეყანა აღარაა ღვთისმშობლის წილხვედრი, უფრო სატანის წილხვედრად ქცეულა, ვიდრე ღვთისა და მისი წმინდა დედისა, რადგან სადაც ღვთისმშობელია, იქ სამართალი და ურთიერთდახმარებაა, ხოლო საქართველოში უსამართლობა და გულქვაობა გაბატონებულა. უბედურებაა ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ ახორციელებს სათანადოდ სოციალურ მსახურებას, რაც ეკლესიას ევალება მაცხოვრის მცნებათა და მოციქულთა სწავლებათა მიხედვით" - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×