
„არ მგონია, ამ განცხადების შემდეგ შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას რაიმე საფრთხე დაემუქროს. შეიძლება ეს მასთან წინაწარ იყო შეთანხმებული“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნების მსურველი ირაკლი შოთაძის განცხადებას, რომ ის მისი გენერალური პროკურორობის დროს ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრას ესწრებოდა.
„არ მგონია, რომ მის დანიშვნას რაიმე საფრთხე დაემუქროს. შოთაძე დავალებებს პირდაპირ ივანიშვილისგან მიიღებს, ივანიშვილს კი აინტერესებს ამ ტიპის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. შოთაძე აღმოჩნდა კარგი მომხსენებელი და კარგ ბრიფინგებს ჩაუტარებს.
„არ გამოვრიცხავ, რომ შოთაძეს წამოსცდა ის, რაც თქვა. ხომ გესმით - „მამა ღმერთზეა“ ლაპარაკი, რომ მასთან სახლში გაიმართა შეხვედრა. ალბათ წინასწარ იყო შეთანხმებული - თქვიო“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.