
პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მსახიობ ლალი ბადურაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ის სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"სამწუხაროდ ჩვენს გარშემო ძალიან იშვიათად არიან ადამიანები, ვისგანაც იგრძნობა უანგარო და ნამდვილი სითბო, სიყვარული, თანადგომა და გულშემატკივრობა! ნინი-მ უერთგულესი, ულამაზესი ბებია, ჩვენმა ქვეყანამ უნიჭიერესი მსახიობი, ხოლო მე სწორედ ასეთი, ზემოთხსენებული თვისებების მქონე ადამიანი დავკარგეთ!
ძალიან დაგვაკლდებით ქალბატონო ლალი ერთი ის გვანუგეშებს, რომ თქვენნაირი ძვირფასი ადამიანების "იქ" წასვლა, აქედან მონატრების შეგრძნებებით ოდესმე ჩვენც "მანდ" მოხვედრას გვიმსუბუქებს! შეხვედრამდე", - წერს ნოე სულაბერიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე