
ძალოსანი ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილს შეურაცმხყოფელ პოსტს სოციალური ქსელით პასუხობს:
"ასეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და "პიარი" გაიკეთონ არაჯანსაღი კრიტიკით", - წერს ლაშა ტალახაძე.
"სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილმა, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილის შვილის გაბრაზება ლაშა ტალახაძის ფოტომ გამოიწვია, რომელზეც მსოფლიოში აღიარებული ქართველი სპორტსმენი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთადაა აღბეჭდილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე