რეზონანსი
05.02.2020

საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია Aero Georgia გამოჩნდება. როგორც აფციაური ამბობს, ავიაკომპანიის ჩამოყალიბებაზე უკვე სამი თვეა მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, ინვესტიციას კერძო ინვესტორი განახორციელებს და მისი მოცულობა პირველ ეტაპზე 5 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. აფციაური იმასაც ამბობს, რომ სერთიფიცირების პროცესი სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დაიწყება.

“პირველი წელი გვეყოლება ერთ ბორტი. საჭირო იყო ისეთი ბორტი შეგვერჩია, რომელიც ყველა ტიპის ჩარტერულ რეისებს მოიცავს. ამ ეტაპზე ბიზნესგეგმის შედგენას მოვრჩით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ინვესტორი არის ევროპიდან, ეს არის კერძო ინვესტორი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ინვესტიციის რაოდენობა დაახლოებით 5 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება, ეს არის პირველი ეტაპი, რაც ჩვენს შემთხვევაში გვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლის ბოლოს მოვრჩებით უკვე ყველა საჭირო დოკუმენტაციას, ბიზნესგეგმის დამტკიცებას, ხელშეკრულების ხელმოწერას", - განუცხადა BM.GE-ის გენერალური დირექტორი.

როგორც აფციაური ამბობს, კომპანია იმუშავებს რამდენიმე განსხვავებული ჩარტერული ფრენების მიმართულებით, პირველ ეტაპზე მუშაობა მხოლოდ ერთი ბორტით დაიწყება, ხოლო რაც შეეხება მიმართულებებს, მისი თქმით, აქცენტი როგორც უკვე კარგად ცნობილ მიმართულებებზე, ისე ახალ ბაზრებზეც გაკეთდება. ამასთან, პირველ ეტაპზე ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპოტიდან განხორციელდება, თუმცა მომავალში არ გამორიცხავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ათვისებასაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×