რეზონანსი
05.02.2020

ფსიქოლოგი, პედაგოგი და სპიკერი ცვატა ბერძენიშვილი ძალოსან ლაშა ტალახაძის ირგვლივ განვითარებეულ სკანდალს ეხმაურება.

ცვატა ტალახაძეს მსოფლიო სპორტის უდიდეს მონაპოვარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ოლიმპიადაზე აუცილებლად უქომაგებს.

"ლაშა ტალახაძე უდიდესი მოვლენაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ხაზს ვუსვამ - მსოფლიო სპორტის (!) და არამხოლოდ ქართული სპორტის, ან მხოლოდ ძალოსნობის.

მისნაირი სპორტსმენები ათწლეულებში ერთხელ იბადებიან. წლების შემდეგ, როდესაც კარიერას დაასრულებს, ოქროს ასოებით შევა სპორტის ისტორიაში და მსოფლიოს უდიდესი ათლეტების გვერდით საპატიო ადგილს დაიკავებს.

ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით სევდიანია ის, რომ, მგონი, თავადაც ვერ ხვდება საკუთარ სიდიადეს და ხან "ორმოზდარვა"-ს იძახის პოლიტიკურ რეკლამაში და ხან ვიღაც პოლიტიკოსებს ეხუტება. მისი სახელი თაობებს დარჩება და ის პოლიტიკოსები, ვინც დღეს მის სახელს და ავტორიტეტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ხვალ აღარავის ემახსოვრება.

ცრემლებამდე სევდიანი ამბავია, მართლა...

P.S. კი, ოლიმპიადაზე ვუქომაგებ ისევ - სხვანაირად არ შემიძლია", - წერს ცვატა ბერძენიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×