რეზონანსი
05.02.2020

ლონდონის ერთ-ერთ კვების ობიექტში, კერძოდ "ყველის ბარში" აჭარულ ხაჭაპურს საზოგადოებას პიცის სახელით აცნობენ...

გადაცემის წამყვანი ორი ძმაა, რომლებიც ყველის დიდი მოყვარულები არიან და მსოფლიოს გარშემო ყველის სხვადასხვა სახეობის გასაცნობად და აღმოსაჩენად მოგზაურობენ...

როგორც ვიდეოში ჩანს, ამჟამად ისინი ლონდონში იმყოფებიან და საკუთარ მაყურებლებს პიცა "ლა ფონდუტას" მომზადების წესს აცნობენ. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ვიზუალურად აბსოლუტურად იდენტურია ჩვენი ნაციონალური კერძის - აჭარული ხაჭაპურის... ძმები ამბობენ, რომ "ლა ფონდუტა" 5 სახეობის ყველისგან მზადდება და ის ძალიან გემრიელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×