რეზონანსი
05.02.2020

„არავის ინტერვიუს არ მოგცემთ სანამ ვხედავ ამ უსირცხვილო, უნამუსო ტელევიზიას. მოაშორეთ, თორემ ეხლავე სადღაც შეგატენ მაგ მიკროფონს. ნაძირლები. თქვენი ნაძირალა დედები მოვ...", - ასე მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტს, როდესაც მედია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მასთან კომენტარის ჩაწერას ცდილობდა.

„ერთადერთი ადამიანი მე ვიყავი ხეობაში, რომელიც ვებრძოდი ახალგაზრდობას ჩატაევის გამო. ჩემ გარშემო ჩატაევის სახელოს ხსენების უფლება არავის ჰქონდა და დღეს რა ხდება, ზუსტად ეს აჩვენებს მთელს საქართველოს, რამდენად სიბინძურეა მედიები, „იმედი" და „იმედთან" დაკავშირებული ყველა და დღევანდელი ხელისუფლება. პირდაპირ ამის მერე მიკავშირებენ მე. ამ სიმართლით ვცხოვრობთ დღეს და ამ სიმართლით ეცხოვროს მთელ „ქართულ ოცნებას". რასაც მე გავდივარ, ეს ცხოვრება გაევლოს „ქართული ოცნების" მოდგმას და „იმედის" რეპორტიორებსა და წარმომადგენლებს", - თქვა მაჩალიკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×