
„ეს იყო პიკეტი, სიცხვილის კორიდორი და სირცხვილის კორიდორში კი იმ რაოდენობის ადამიანები არიან, რაც საკმარისი იყო, თუ მათ 200 ნაცის არ ეშინიათ, დილის 9 საათზე პარლამენტში რატომ მოვიდნენ?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 5 თებერვალს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციაზე „200 ნაციც არ იყო".
„ადრე 200 ნაცი იკრიბებოდა, ახლა 200 ნაციც ვერ იკრიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში. 60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი," - განაცხადა კობახიძემ.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტის პიკეტირების შეეშინდა და ამიტომაც დილაადრიან „პარლამენტის დარბაზს თავი კურდღლებივით შეაფარეს".
„პარლამენტის სხდომა 2 საათზე დანიშნეს, დარბაზს თავი კურდღლებივით შეაფარეს და უმრავლესობის სხდომის ჩატარება გამოიგონეს, სიცხვილის კორიდორისგან თავის დაცვის მექანიზმი დილაუთენია პარლამენტში შემოპარვა გახდა, თუ 200 ნაცის არ ეშინოდათ, მაშინ რატომ არ გაიარეს ეს კორიდორი?
„სირცხვილის კორიდორი პარლამენტთან მდგომი ადამიანების რაოდენობით არ განისაზღვრება, ისინი ამ კორიდორში ყიველდღიურად გადიან, საკუთარი სახლის კორიდორიც სირცხვილის კორიდორია, ქუჩაში რომ მიდიან ისიც უკვე სირცხვილის კორიდორია, მთელი „ქართული ოცნება" ყოველდღიურად სირცხვილის კორიდორს გადის,"-აცხადებს იგი.
გოცირიძე ამბობს, რომ კონგრესმენების კრიტიკა საქარტველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმაც არ შეცვალა, რადგან შეხვედრის დასრულების შემდგომ კონგრესმენებმა ზუსტად იგივე შენიშვნები და განცხადებები გააკეთეს, რასაც მანამდე მათ წერილებში ვკითხულობდით.
„ოცნება" მანამდე სხვა რამეს ამბობდა? ამბობდა, რომ თურმე კონგრესს „ნაციონალური მოძრაობა" მართავს, რომ თურმე კრიტიკულ განცხადებებსაც ამიტომ აკეთებდნენ, არასამთავრობო სექტორს ყველას „ნაციონალებს" უწოდებენ, გუშინ ტყუილი გაავრცელეს, რომ ბათუ ქუთელია ლობისტიაო და მასაც „ნაციონალური მოძრაობა" უწოდეს და თუ მთელი სმოფლიო „ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშაა, მაშინ დროა უკვე დაიხურონ ქუდი და წავიდნენ იმიტომ, რომ გამოდის, რომ „ნაცმოძრაობას" უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე მთელს ხელისუფლებას ერთად აღებული.
„კრიტიკა გრძელდება, დღეს,საერთაშორისო პარტნიორებსგან უმძიმესი განცხადებები იყო გაკეთებული, ზალკალიანი კონგრესმენებს შეხვდა, მეგობრულ გარემოში იყო, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ კონგრესმენებმა ზუსტად იგივე განცხადება გააკეთეს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკანდახევაა, რომ სასამართლო მიტაცებულია და მოუწოდებენ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ.
„არაფერი არ შეცვლილა, პირიქით, ზალკალიანს ყური აუწიეს და დატუქსეს, პარალელურად იმავე საათებში ევროპის სახალხო პარტიამ ხელისუფლება მკაცრად გააფრთხილა, განცხადებაში ძალიან საინტერესო ფორმულირება იყო, თუ ვის უნდოდა დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ოთხი მხარე იყო გამოყოფილი, ესენი არიან: ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობა, ანუ არ დარჩა ამ ქვეყნად სუბიექტი , რომელიც სხვა აზრზეა, ლოზუნგი „ყველა ერთის წინააღმდეგ" ევროპელმა პოლიტიკოსებმაც დაადასტურეს.
„ამის დმაგვირგვინებელი იყო „ბლუმბერგში" გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო ავტორიტარიზმისაკენ მიდის და რომ საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი მართავს, შემდეგ ანალიტიკოსების განცხადებაც იყო, რომ ამას აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებს, ჩავა კონგრესმენებთან თალაკვაძე და აუწევენ ორივე ყურს, რომ ჩამოვა ორივე ყური დაგრძელებული ექნება," - განაცხადა გოცირიძემ.