რეზონანსი
05.02.2020

ბილ გეიტსის და მისი ცოლის, მელინდას საქველმოქმედო ფონდმა (Bill & Melinda Gates Foundation) კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის $100 მილიონ დოლარი გამოყო.

ინფორმაცია ამის შესახებ ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სახსრები ისეთ მრავალპროფილიან ორგანიზაციებს გადაეცემა, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის მთავარი მიზანი ვირუსის უფრო სწრაფი დიაგნოსტიკა და დაავადების გავრცელების მაქსიმალური შეზღუდვაა. თანხა ასევე ჩინეთის და იმ ქვეყნების ჯანდაცვის ეროვნულ უწყებებს გადაერიცხებათ, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

27 იანვარს გეიტსების ფონდმა ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა. ფონდი განმარტავს, რომ ეს თანხა დღეს დაანონსებული $100 მილიონის ნაწილია.

წყარო: "იმედი.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×