რეზონანსი
05.02.2020

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში შეცდომები დაუშვა.

იშვიათი აღიარება ქვეყნის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გააკეთა, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს სისტემის მართვის გაუმჯობესების მოწოდებით გამოვიდა.

უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ცხოველების ბაზარი, საიდანაც არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×