რეზონანსი
06.02.2020

(რეზონანსი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას მუშა დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა.

შემთხვევის შედეგად, მას ხერხემალი, ქვედა კიდურები და სახე აქვს დაზიანებული. დაშავებული თავდაპირველად წნორში, არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ, ის, თბილისში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

მამაკაცი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. სოფელ ანაგაში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მუნიციპალიტეტის დაკვეთით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×