რეზონანსი
06.02.2020

(რეზონანსი) ჩინეთის ქალაქ ცინშანის მაცხოვრებელმა მის სახლში შეჭრილი მოძალადე და ქურდი შეაშინა იმით, რომ უთხრა, რომ ახლახან დაბრუნდა უხანიდან და მას კორონავირუსი აქვს.

ინციდენტი 31 იანვარს მოხდა. მძინარე ქალის სახლში ყაჩაღი შეიჭრა და ქალის გაუპატიურება სცადა. ამ დროს, ქალმა კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების სიმპტომების გამოვლინება დაიწყო.

შეუჩერებელი ხველების დროს, მან მოძალადეს უთხრა: "მე ახლახან დავბრუნდი უხანიდან და ინფექციის ნიშნები მაქვს, ამიტომ ვარ სახლში, რომ სხვებს არ გადავდო".

როდესაც ეს სიტყვები მოძალადემ გაიგო, სახლიდან გაიქცა. ყაჩაღი მოგვიანებით პოლიციას ჩაბარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×