რეზონანსი
06.02.2020

(რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, კაცმა მეუღლე არასრულწლოვანი დების თანდასწრებით სცემა.

საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.

"საღამოს საათებში, მათ საცხოვრებელ სახლში, თავისი დების - 15 წლის მ. ს-ის და 7 წლის თ. კ-ის თანდასწრებით, ბ. კ-მა იძალადა მეუღლეზე - მ. გ-ზე. კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, გარდა ამისა მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა", - აცხადებდა საქმის პროკურორი.

ბრალდებულმა ბ.კ-მ დანაშაული "აღიარა და მოინანია", რაც სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო.

რადიო მოზაიკა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×