რეზონანსი
06.02.2020

(რეზონანსი) ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის.

მოკლული ოჯახის წევრის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავემ მის სიძეს სამჯერ ესროლა.

"ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100 - ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ არ მოსულან. ადრე ჩემს სიძეს დაარტყა, დღეს კი ის უკვე დავკარგე. ჩემი ქალიშვილი შოკშია, არ ვიცით სად უნდა წავიდეთ. გუშინ ღამით ჩვენი ღობე და კამერები დაამტვრია, დღეს კი იარაღი მოიტანა მის მოსაკლავად. დღეს დილით, როდესაც მოვედით სახლში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ ჩემმა სიძემ ამის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ 3-ჯერ მას ესროლა. პაკისტანიდან ვართ, მაგრამ საუდის არაბეთიდან ინვესიტიციის განსახორციელებლად ჩამოვედით. დაახლოებით ერი წელია, რაც ეს მიწა ვიყიდეთ და სახლში დაახლოებით 300 000 დოლარი დავხარჯეთ", - განაცხადა გარდაცვლის სიმამრმა.

ისანში მკვლელობა დაახლოვბით ერთი საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა.

„1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×