რეზონანსი
06.02.2020

„ტვ პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ვატო წერეთელი აცხადებს, მან მამა სააბაზანოში, უგონო მდგომარეობაში იპოვა. ჯერჯერობით დიაგნოზი უცნობია.

„დიაგნოზი ჯერ არ ვიცი. აბაზანაში ვიპოვე გულწასული. რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ საავადმყოფოში. ადამიანს ცხოვრებაში ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული და დღეში ინსულინის 4 ნემსს იკეთებს, სასამართლოზე ატარებენ საათობით. დღეს, რომ მოვიდა მითხრა, რომ უეჭველი მიჭერენო. ცივი ოფლი ასხამდა. მერე აბაზანაში გავიდა. ამ ადამიანის ჯანმრთელობას ხელისუფლებას პირადად ვაკისრებ“, - განაცხადა ვატო წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, 22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×