
(რეზონანსი) ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროსითვის სტაბილურია. მას პირველადი ანალიზები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ გულზე გარკვეული ცვლილებები აქვს და ამჟამად მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.
TBC ბანკის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.
"ჩემს ოჯახს სიკვდილის განაჩენი ცხოვრებაშივე გამოუტანეს. გუშინ გადავრჩით. ბრძოლა უკეთესი ქვეყნისთვის გრძელდება. ეს მარტო ჩემი ოჯახის ბრძოლა არაა, ჩვენ ყველა ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, სუსტად არის, გადასხმებს უკეთებენ. ვერ გადაიტანა ამდენი სტრესი და ეს ყველაფერი ამის გამო დაემართა," - განაცხადა ტელეკომპანია "ტვ პირველის" დამფუძნებელმა და მფლობელმა, ავთანდილ წერეთლის შვილმა, ვახტანგ წერეთელმა.
ავთანდილ წერეთლის ექიმის განცხადებით კი, პაციენტის კლინიკიდან გაწერა ჯერ არ იგეგმება.
"ბატონ ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ანალიზებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ვაგრძელებთ მკურნალობას. მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება," - აღნიშნა კლინიკა "ჰელსიკორის" დირექტორმა, რუსუდან ლაგვილავამ.