რეზონანსი
07.02.2020

(რეზონანსი) სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, ლევან ბერძენიშვილს ეხმაურება.

"ახლა ამ КГБ-ს ნომრიანმა აგენტმა აიმაღლა ხმა! შენ ვირთხა, შენ ჩირქიანო, შენ მძორო და ლეშო! წერა-კითხვით განსწავლული, რომ ხარ რა არგე ქვეყანას?! ტალახაძის მეასედი არ გაგიკეთებია საქართველოსთვის შენ ბაძანგალო! ღალატისა და საკუთარი ჯიბის გასქელებაზე მეტი არაფერი გიკეთებია.

რა ვერ ჩაძაღლდი და რა ვერ ამოგძვრა სული შენ ბოროტო არსება! ლაშა ტალახაძე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანია შენ კი საქართველოში ყველაზე პატარა კაცუნა ხარ! ბოღმიანი და შურიანი!

ps ილია: "ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია"

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას" წევრმა, დავით ბერძენიშვილის შვილმა, ზუკა ბერძენიშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ლაშა ტალახაძე პრემიერ-მინისტრთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა და „გულისამრევი" უწოდა. „ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები", - დაწერა ზუკა ბერძენიშვილმა, რაზეც ძალოსანმა უპასუხა, რომ „ასეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები".

ამ ყველაფრის შემდეგ კი, დღეს ლევან ბერძენიშვილმა ლაშა ტალახაძის მიმართით შემდეგი რამ დაწერა: „წერა-კითხვის ცოდნას შტანგა გიკრძალავს ოლიმპოსელო?! წააკითხე ვინმეს, რასაც ჯღაბნი!".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×