რეზონანსი
07.02.2020

(რეზონანსი) გორელი 40 წლის სოსო ბაბუნიშვილი კიევში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაბუნიშვილის ცხედარი უკვე საქართველოშია ჩამოსვენებული. როგორც "რეგიონულ კვირას" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბაბუნიშვილი ბოლო რამდენიმე წელია უკრაინის დედაქალაქში ცხოვრობდა და მუშაობდა.

"ხვალაა დაკრძალვა. ძალიან კარგი ბიჭი იყო. რამდენიმე წელია უკრაინაში იმყოფებოდა. არ ვიცით ზუსტი მიზეზი გარდაცვალების. ნაწილი გულის შეტევას ასახელებს, თუმცა გულის პრობლემები არასდროს ჰქონია. მეგობარს უნახავს კიევის სახლში, ორი დღის გარდაცვლილი ყოფილა. სად მუშაობდა და რას საქმიანობდა ნამდვილად არ ვიცით", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×