რეზონანსი
07.02.2020

(რეზონანსი) ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, რომ სოციალური ქსელით გავრცელებული მისი სურათი რეალურია, თუმცა არ მალავს, რომ მისმა ამ სურათმა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესი გადაფარა.

"ახლაც იმ ობიექტზე ვიმყოფები, სადაც რეალურად ეს ფოტო გადავიღე. ეს ამბავი არ მიმაჩნია იმდენად სერიოზულ საკითხად, რამხელა აჟიოტაჟიც გამოიწვია საზოგადოებაში.

საქართველოში მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესი გადაფარა ამ სურათმა არაფერი მომიპარავს, ხალხი არ გამიძარცვავს და ახლაც იგივე სამოსი მაცვია ზუსტად. ცნობისთვის, გზაც რეალურია და ჩემი სურათიც", - უთხრა "რეგიონულ კვირას" ჯონდო მდივნიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×