თამთა ჩაჩანიძე
07.02.2020

„იმ მოცემულობით და იმ რეალური გამოკითხვის საფუძველზე, არა შეთხზული და არა გაურკვეველ წრეში ჩატარებული, არამედ რეალური გამოკითხვის საფუძველზე, მმართველ გუნდს ყველანაირი შანსი აქვს იმის, რომ უმრავლესობა მოიპოვოს."- ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე, 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების" კვლავ უმრავლესობაში მოსვლის შანსებს.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემა 100/50-ზე (100 პროპორციული 50 მაჟორიტარი) ოპოზიცია არ დათანხმდა, ისინი მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების რაუნდებით და შეთავაზებებით მმართველი გუნდი მხოლოდ დროს წელავს.

ამასთან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 60%-მდე ხმებს მიიღებს.

კობალაძე ამბობს,რომ მთავარია არჩევნებში სამართლიანად ჩარტარდეს და საზოგადოების აზრი დაცული იყოს.

„ხელისუფლებამ ოპოზიციურ პარტიებს კონსესუსი შესთავაზა და ის შესაბამისობა, რომ 100/50 სისტემის მიმართულებით გვესაუბრა, იმ შემთხვევაში თუ ეს შეთავაზება ოპოზიციიდან მიღებული არ იქნებოდა, რა თქმა უნდა მოქმედი კანონმდებლობით არჩევნები კვლავ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სისტემით ჩატარდება, რომელიც 2020 წლისთვის კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ეს ის ფაქტობრივი მგომარეობაა რომელიც არის.

„ისინი (ოპოზიცია) საზოგადოების სახელით აპელირებენ, საქმე ისაა, რომ მთავარია არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს, აქედან გამომდინარე, საზოგადოების არჩევანს ვერავინ ვერ უგულებელყოფს, ეს იქნება პროპორციული თუ შერეული სისტემით, მთავარია საზოგადოების აზრი დაცული და გამოხატული იყოს.

„არავინ არაფრის არ მანიპულირებს, საზოგადოება უკვე იმ დონეზე განვითარდა, რომ არავის არ მისცემს თავისი ნების და გამოხატვის უგულებელყოფის უფლებას, დროის გაწელვა ამ შემთხვევაში უფრო ოპოზიციას ახასიათებს, ვიდრე მმართველ გუნდს, ამ შემთხვევაში რა სარგებელია დროის გაწელვა? ამაზე საუბარი აბსურდია," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მმართველ გუნდს დიდი შანსი აქვს, რომ ისევ უმრავლესობასი მოვიდეს.

„იმ მოცემულობით და იმ რეალური გამოკითხვის საფუძველზე, არა შეთხზული და არა გაურკვეველ წრეში ჩატარებული, არამედ რეალური გამოკითხვის საფუძველზე, მმართველ გუნდს ყველანაირი შანსი აქვს იმის, რომ უმრავლესობა მოიპოვოს, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება,

„რეგიონებში მმართველი გუნდის მიერ, კონკრეტული ობიექტების და კონკრეტული მიმართულებების ინიცირება ხდება, შესაძლოა ამ ეტაპზე მოსახლეობაზე და ქვეყანაზე ისე კარგად ვერ აისახება, მაგრამ ეს ყველაფერი, როდესაც ქმედებაში მოვა, დამიჯერეთ ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვექნება.

„ჩვენ არა ფეხების ბაკუნით (რომელიც ჩვენს ოპონენტებს ახასიათებთ), არამედ ურთიერთთანამშრომლობით, მოსახლეობისთვის უკეთესობის შეთავაზების პრინციპით და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით და მსგავსი არგუმენტებით რა თქმა უნდა გვაქვს ამბიცია, რომ უმრავლესობა მოვიპოვოთ.

„ჩვენმა ნებისმიერმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ და თვით ჩვენც უნდა გავითავისოთ ერთი რამ, რომ ნებისმიერი წარმატებული ნაბიჯი ისევ ჩვენს სამშობლოს წაადგება და ნებისმიერი ბოღმით გაჯერებული მოქმედება კვლავ ჩვენს სახელმწიფოს ურტყამს, შესაძლოა ვიღაცამ რეკომენდაციები მოგვცეს, ვიღაცამ მეგობრული რჩევები, მაგრამ ქვეყანაში მთავარი საკითხი მისი უზენაესობა ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია. აქედან გამომდინარე, ვისაუბროთ იმ ინტერესით, რა ინტერესიც ჩვენს ხალს და ჩვენს ქვეყანას ამოძრავებს," - განაცხადა კობალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×