რეზონანსი
07.02.2020

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ამირეჯიბი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას უდგას, მათ შორისაა, ბიუჯეტიდან გამქრალი თანხები და სრული განუკითხაობა ბობოლა დამნაშავეების მიმართ:

"ვაპირებ ღია წერილი მივწერო ბიძინა ივანიშვილს. მოიკითხოს ის თანხები, ბიუჯეტიდან რომ გაქრა. 700 მილიონი კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის პერიოდში გაქრა და  ამაზე არავინ ამოიღო ხმა. მერე 500  მილონი გაქრა, ამაზეც ჩაუწყდათ ხმა. 750 მილიონი გააქრო ლევან იზორიამ, სახელმწიფო აუდიტმა დადო დასკვნა, ეს ფული გაქრა თავდაცვის სამინისტროდან იზორიას მინისტრობისას. ეს საქმეც გამოუძიებელია. 830 მილიონი მოიპარეს ოთარ ფარცხალაძის მეთაურობითა და მის მიერ შექმნილი სქემით. ამ საქმის ერთ–ერთი ფიგურანტი, გოჩა ბახია ფარცხალაძეს ადებს ხელს, ეგ იყო ამ საქმის თავი და გეგმის ავტორიო. ფარცხალაძეს ხელს არ ჰკიდებენ. გარეთ დასეირნობს ისევ. ვინც ბევრს იპარავს,  იმათ არ იჭერენ, ვინც ცოტას იპარავს, იმათ სვამენ ციხეში.

მერე რას ფიქრობს იცი ხალხი? რაკი  ყველა საქმის კურსშია და არავის იჭერენ, გამოდის, იმ ფულის დიდი ნაწილი ბიძინასთან მიდისო. ვერ გაამტყუნებ. არადა, დარწმუნებული ვარ, ეგ კაპიკები არაფრად უღირს ბიძინას, ხელს არ მოჰკიდებს, მაგრამ მისიანები რომ იპარავენ? მოკითხე, რა. გამოიძიე, დამნაშავე დაიჭირე, ფული უკან მოატანინე. ვის ფულს აპარინებ?  

ბოლო პერიოდში 3 მილიარდი ლარი გააქრეს, მოიპარეს ბიუჯეტიდან. ხალხის ფულს იპარავენ, ვერ გაძღნენ, ეს დედამ..ები, ესენი, გაჭირვებულ, გაუბედურებულ ხალხს ბოლო ლუკმას აცლიან და თავიანთ გაქსუებულ შვილებს ატენიან, არამი იყოს მაგათთვის ამ მშიერი, უწამლობითა და უექიმობით გატანჯული ხალხისთვის მოპარული ფული. ხალხი ნაგავში იქექება, ამათი ცოლები და შვილები სამეფო ოჯახის წევრებივით ცხოვრობენ, ეს ჩათლახები, ესენი", - განუცხადა "ალიას" ლაშა ამირეჯიბმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×