რეზონანსი
08.02.2020

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით 54 ადამიანი მკურნალობს.

როგორც კლინიკის მორიგე ექიმი ნანა სხულუხია აცხადებს, მათგან 40 ბავშვია, 14 კი მოზრდილი. 14 დან 2 კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„დღეისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით 54 ადამიანი მკურნალობს. 54-დან 40 ბავშვია, 14 კი მოზარდი. მოზრდილებიდან ორი კლინიკური მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, ორმაგი პნევმონიით იმყოფება. ამჟამად მათი მდგოამრეობა არის მძიმე, სტაბილური",- აცხადებს ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×